თბილისში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება 
თბილისში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდ დიღომში, სოფელ დიღომში და ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაოების შესრულების ხარისხით დაინტერესდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების მშენებლობა დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონში გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის ორივე დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და შემოდგომიდან ჯამში 1000 ბავშვს
მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, წელსვე დასრულდება ახალი ბაღის მშენებლობა სოფელ დიღომში, სადაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა 350 პატარას ექნება. რაც შეხება ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის N1-ში მშენებარე ბაღს, ის 350 ბავშვზეა გათვლილი.