თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.