თბილისში, „ოქროს ბირჟის“ რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში, „ოქროს ბირჟის“ რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ცენტრალში განთავსებულ ე.წ. ოქროს ბირჟის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისი ცენტრალის დირექტორმა ეთერ ყიფიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით აჩერებს მუშაობას.

„რამდენიმე ადამიანს დაუფიქსირდა დაავადება. იმის გამო, რომ სხვებსაც არ გადადებოდა, იმუნოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, ბირჟა ორი კვირით დავკეტე. ინფიცირებული არიან გამყიდველები და უკვე კლინიკებში არიან მოთავსებული. ორი დღის წინ დაახლოებით, 5-7 ადამიანი იყო ინფიცირებული“, – აღნიშნა ეთერ ყიფიანმა.