თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“ და „გამომშრალი „მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.