თბილისში N21 ბაგა-ბაღის შენობის ავარიული ფლიგელის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისში N21 ბაგა-ბაღის შენობის ავარიული ფლიგელის რეაბილიტაცია დაიწყო

ნაძალადევის რაიონში მდებარე N21 საჯარო ბაგა-ბაღის ავარიულ ფლიგელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები უკვე დაიწყო, მიმდინარეობს შენობის ავარიული ნაწილებისა და შიდა ტიხრების დემონტაჟი, რის შემდეგაც შენობის გამაგრებისთვის საჭირო ღონისძიებებები დაიწყება​.

N21 ბაგა-ბაღი ლოტკინის დასახლებაში, ლიუბოვსკის N2-ში მდებარეობს. შენობის ძირითადი, ორსართულიანი კორპუსი კონსტრუქციულად მდგრადი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილია. სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში ამჟამად 210 აღსაზრდელი ირიცხება.

ავარიული ფლიგელის რეაბილიტაციის შემდეგ კი, ბაღს კიდევ სამი სააღმზრდელო ჯგუფი, ასევე სპორტული და ღონისძიებების დარბაზი შეემატება.

რეკონსტრუქციის საპროექტო ღირებულება 480 000 ლარია. სამუშაოს კომპანია „გრანიტი“ აწარმოებს.