თბილისში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თბილისში მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, გასულ წელს მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, თავდაპირველად, ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები ჩატარდა. მიმდინარე წელს კი, საგზაო პროექტის განხორციელება დაიგეგმა.

პირველ ეტაპზე, მხატვრის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „სილქნეტმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურიც. ამ დროისთვის, მოწესრიგებული ქუჩის ერთ მონაკვეთზე ქვაფენილის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„მხატვრის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება დასკვნით ეტაპზე გადადის. აქ მცხოვრებ ადამიანებს დაზიანებული გზის, გაუმართავი კომუნიკაციებისა და რთული რელიეფის გამო, გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. ამ დროისთვის, მიწისქვეშა ქსელები მოწესრიგებულია და დარჩენილია გზის საფარის განახლების სამუშაო. ქუჩის ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა, ხოლო ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება, რაც კომფორტულად გადაადგილების პირობებს შექმნის“, – განაცხადა ვაკის გამგებელმა.

მხატვრის ქუჩაზე სულ 1800-მდე კვ. მ ფართობის გზა განახლდება. პროექტის ღირებულება 120 556 ლარს შეადგენს.