თბილისის მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა
თბილისის მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც პირველ არხს მშობლებმა აცნობეს, დილიდან შეინიშნებოდა სპეციფიკური სუნი. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სუნი მილების გაწმენდით იყო გამოწვეული, თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, მშობლებს შენობიდან ბავშვები გაეყვანათ.

ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.