თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ერთი ადამიანი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.