კრწანისში, ხახანაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.