თბილისში მაარიფის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თბილისში მაარიფის საერთაშორისო სკოლა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩავუშოღლუმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„მაარიფის საერთაშორისო სკოლა საქართველოში, რომელიც თბილისში გავხსენით, წარმატებული იქნება. ვუსურვებ წარმატებას მოსწავლეებს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის „ტვიტერის“ გვერდზე.
#Tiflis‘te açılışını yaptığımız Uluslararası #Gürcistan Maarif Okulu hayırlı, uğurlu olsun. Öğrencilerimize başarılar diliyorum.
Congratulations to International Maarif School #Georgia that we have inaugurated today in #Tbilisi. Wish success to the students. @TMaarifVakfi pic.twitter.com/RQ5lfskzMX
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) December 23, 2019