თბილისში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

17:59, 25.09.2019

თბილისში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

ღონისძიებას უმასპინძლეს კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.

შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება ინტერელიგიური დიალოგის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის პროექტის საქართველო ევროპულ ოჯახში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მიზანი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

მსგავსი