თბილისში კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება
თბილისში კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

თბილისში კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანდელაკის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა არასახარბიელოა, როგორც მიწის ზემოთ, ასევე მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები ცუდ მდგომარეობაშია.

„რეაბილიტაციის შედეგად შევძლებთ, რომ ფუნდამენტურად მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე მთლიანად მოხდება გზის მოასფალტება, დამონტაჟდება ახალი განათებები, მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები, რათა თავისუფლად შეძლონ მოქალაქეებმა გადაადგილება. დაახლოებით მილიონ ნახევარი იხარჯება ამ პროექტისთვის და სამთვიანი ვადაა მიცემული, რათა მთლიანად დასრულდეს სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.