თბილისში ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ კონფერენცია გაიმართება
თბილისში ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ კონფერენცია გაიმართება

თბილისში 11-12 სექტემბერს სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ერთობლივი კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება. ის საქართველოსა და ევროპის ტრანსატლანტიკური სივრცის ერთობას შეეხება.

როგორც „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა და კონფერენციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო ევგენიძემ პირველ არხს განუცხადა, კონფერენციის თემა იქნება „მსოფლიო თავდაყირა“. მისი თქმით, საუბარი იქნება სწორედ იმ გამოწვევებსა და ღირებულებით ბრძოლაზე, რომლის განსახიერებაც თავად სენატორი მაკკეინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იყო.

„ვფიქრობ, მისი გარდაცვალება თავისუფალი სამყაროს დიდი დანაკლისია. მე არ მეგულება საქართველოს ისტორიაში მასზე დიდი მხარდამჭერი, რომელიც ყოველთვის მზად იყო, საკუთარი კეთილდღეობაც კი დაეთმო იმ ღირებულებებისთვის, რასაც თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია.

კონფერენციას უდიდესი დელეგაციები დაესწრებიან, იქნებიან საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, რათა კიდევ ერთხელ გააგრძელონ ჯონ მაკკეინის მიერ აღებული გზა, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერისა და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა“, – განაცხადა ნინო ევგენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი კონფერენციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.