თბილისში იტალიელი ხელოვანების უნიკალური ექსპოზიციები გაიხსნება
თბილისში იტალიელი ხელოვანების უნიკალური ექსპოზიციები გაიხსნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში თბილისში, იტალიელი ხელოვანების 2 უნიკალური ექსპოზიცია გაიხსნება.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილია თანამედროვე იტალიელი არტისტების გამოფენა სახელწოდებით “Evidence. A New State of Art და „რენესანსის დიდი ოსტატები“.

გამოფენა აღწერს იტალიელი ხელოვანების ძიებებს − ანალიზს, საზღვრების რღვევას, ხან ნამდვილ, ხან კი წარმოსახვით სიბრტყეებს, რომლებშიც „დროის ფორმებს“ ყოველთვის დიდი ადგილი უჭირავს.

გამოფენაში 18 იტალიელი მხატვარი მონაწილეობს ​: ნინომი ლიორი, მიქელანჯელო პისტოლეტო, ჯულიო პაოლინი, მიმო პალადინო, ლუიჯი მაინოლფი, მარიზა ალბანეზე, ეუჯენიო ჯილიბერტი, პიერლუიჯიპუზოლე, ბოტო&ბრუნო, ალბერტო დი ფაბიო, ადრიან ტრანკვილი, პაოლო გრასინო, მარცია მილიორა, პერინო&ველე, ჯუზეპე სტამპონე, დომენიკო ანტონიო მანჩინი, ელიზასტრინა დაფაბრიციო კოტონინი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მედია− ნახატი, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო და ინსტალაცია, რაც თანამედროვე იტალიური ხელოვნების ჭრელი და მრავალსახოვანი სამყაროს სურათს ქმნის.

გამოფენაზე „რენესანსის დიდი ოსტატები“ წარმოდგენილი იქნება იტალიური რენესანსის შედევრები ტურინის სამეფო ბიბლიოთეკიდან, რომელშიც ინახება გრაფიკული ნამუშევრების უმნიშვნელოვანესი კოლექცია.

სამეფო გალერეა (დღევანდელი Sabauda Gallery)1832 წელს არის გახსნილი , 1837 წელს კი – Armeria Reale. 1839 წელს მეფემ შეიძინა ჯოვანი ვოლპატოს (1797 – 1871) კუთვნილი 1850 ესკიზი, რომლებიც მანამდე დიდი იტალიელი და უცხოელი მხატვრების სხვადასხვა ცნობილ კოლექციაში იყო გაბნეული და შემდგომ პარიზის ანტიკვარიატის ბაზარზე გაყიდული. ვოლპატოს კოლექცია, ფლამანდრიელი და ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრების გარდა, შეიცავდა იტალიური ხელოვნების ნიმუშებსაც (აღორძინების ეპოქიდან ნეოკლასიციზმამდე), მათ შორის, ლეონარდო და ვინჩის უნიკალური ჩანახატების სერიას.  სამეფო ბიბლიოთეკაში დაცული ეს კოლექცია ექსპონირებულია საგამოფენო სივრცეში, რომელიც 1998 და 2014 წელს ტურინის ხელოვნებისა და კულტურის ძეგლების საბჭოს მხარდაჭერით შეიქმნა.

ექსპოზიცია მოიცავს შემდეგი არტისტების გრაფიკულ ნამუშევრებს: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანციო, სანდრო ბოტიჩელი, ჯორჯო ვაზარი, ანდრეა მანტენია, ბერნარდინო პინტურიკიო, ანტონიო პოლაიოლო, ბარტოლომეო მონტანია, პიეტრო პერუჯინო, ჯულიო რომანო, ლუკა სინიორელი, ფრა ბარტოლომეო (დელა პორტა), ვიტორე კარპაჩო, გაუდენციო ფერარი, პიერო დი კოზიმო, ბრამანტინო (ბარტოლომეო სუარდი), იაკოპო პალმა ილ ჯოვანე, პარმიჯანინო (ფრანჩესკო მაცოლა), რაფაელინო დელ გარბო, ბერნარდინო ლუინი, ჯოვანი ანტონიო სოლიანი, ბაჩო ბანდინელი, ბერნარდინო ლანინო, როსო ფიორენტინო, ფრანჩესკო სალვიატი(ფრანჩესკო დე’ როსი), ანდრეა დელ სარტო, ფედერიკო ძუკარო, ჯიროლამო და კარპი, ფრანჩესკო პრიმატიჩო, ფედერიკო ბაროჩი, ანიბალე კარაჩი, ჯულიო ანიოლო დელ მორო და პაოლო ვერონეზეს სკოლა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და 15 დან 30 მაისის პერიოდს მოიცავს. ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია და საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-სფარგლებში ხორციელდება.

დატოვე კომენტარი