თბილისში „გირჩის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მეფე ჰერმან საბო იქნება
„გირჩის“ შიდა პრაიმერისი თბილისში დასრულდა. ინფორმაციას პარტია „გირჩი“ ავრცელებს.
პარტიის ცნობით, „გირჩის“ შიდა პრაიმერისი თბილისის საკრებულოს წევრობაზე 19 აგვისტოს, 16:20 საათზე დასრულდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველ ნომრად, 51.1M GeD-იანი მხარდამჭერით, „გირჩის“ სამეფოს მეფე, ჰერმან I საბო წარდგება.
„პრაიმერისის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჰერმან საბო სიაში მეორე ადგილს იკავებდა, რასთან დაკავშირებითაც მეფემ სამეფოს წევრებისთვის მათი მხარდასაჭერის მოსაპოვებლად ვიდეომიმართვა ჩაწერა, საბოლოოდ კი, პრაიმერისის დასასრულს „გირჩის“ სიამ ასეთი სახე მიიღო: ჰერმან საბო – 51.1 მილიონი (Georgia Dollar); როლანდი ნაჭყებია – 33.5 მილიონი (Georgian Dollar); ოთარ ზაკალაშვილი – 12.8 მილიონი (Georgian Dollar); გიორგი ჭიბოშვილი – 6.4 მილიონი (Georgian Dollar); ბორის სოლომონია – 5.3 მილიონი (Georgian Dollar)“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.