თბილისში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მირზოიანი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ სომხეთი და საქართველო დაკავშირებული არიან როგორც ტრადიციული მეგობრობით, ასევე ეკონომიკური კავშირებით.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ სომხეთი და საქართველო დაკავშირებული არიან ჩვენი ხალხების ტრადიციული მეგობრობითა და საერთო ნიშნით, ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემით, ასევე ეფექტური ეკონომიკური კავშირებით. მოხარული ვარ, რომ თბილისში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან მოსაზრებები გავცვალე“, – წერს მირზოიანი.

ამასთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შესახებ წერს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ერთგულება სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისკენ, მათ შორის პარლამენტთაშორისი ჩართულობის გზით. გაცვალეთ მოსაზრებები მშვიდობისა და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ რეგიონული კავშირის გაძლიერების შესახებ“, – წერს მირზოიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ მირზოიანი აღნიშნავს, რომ განხილული იყო სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების გზები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან საუბრისას მან დადებითად შეაფასა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისადმი, რამაც შეიძლება, რეგიონულ თანამშრომლობამდე მიგვიყვანოს, მათ შორის სამმხრივ ფორმატში. განხილული იყო სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების გზები, მათ შორის ეკონომიკური კავშირებისა და დაკავშირებადობის“, – წერს მირზოიანი.

ამასთან, მირზოიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ წერს.

„დიდი მადლობა ჩემი კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს თბილი დახვედრისა და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. ჩვენი ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის თანმიმდევრული წინსვლისთვის სომხეთსა და საქართველოს შორის, გაძლიერებული კავშირები და რეგიონში მდგრადი მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისთვის“, – წერს მირზოიანი.