თბილისში გახსნილ საარჩევნო უბანზე ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 36,39 პროცენტი მიიღო
თბილისში გახსნილ საარჩევნო უბანზე ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 36,39 პროცენტი მიიღო

თბილისში, უკრაინის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე პირველ ადგილზე ვლადიმირ ზელენსკი გავიდა, რომელმაც ხმათა 36,39 პროცენტი მიიღო. მონაცემები უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

არჩევნებში სულ 283-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. საიტზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, თუ რამდენი პროცენტი მიიღეს სხვა კანდიდატებმა.

უკრაინის ფარგლებს გარეთ სულ 101 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რომლებზეც ხმა 55 031 მოქალაქემ მისცა. უცხოურ უბნებზე გამარჯვება პეტრო პოროშენკომ მოიპოვა (38,93 პროცენტი), ვლადიმირ ზელენსკი მეორე ადგილზე გავიდა (26,01 პროცენტი).