თბილისში ფრენებს წელს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაიწყებს
თბილისში ფრენებს წელს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაიწყებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს წელს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაიწყებს.

როგორც პირველ არხს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ განუცხადა, მოლაპარაკებები გაიმართა რუმინულ ავიაკომპანია Blue Air-თან, რომელიც ფრენებს ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით გეგმავს.

საქართველოს ბაზარზე შემოდიან ქუვეიტური ავიაკომპანიები Kuwait Airways-ი და Jazeera Airways-ი.

ამასთან, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილის ინფორმაციით, თბილისში ფრენებს დაიწყებს ირანის უმსხვილესი ავიაკომპანია Iran Air.

მარტის ბოლოდან თბილისიდან ევროპის რამდენიმე ახალი მიმართულებით იფრენს  „ჯორჯიან ეარვეისი“ („აირზენა“).

მუშაობის დაწყებას დედაქალაქში ასევე გეგმავს ახალი ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი, რომელიც ჩინური ინვესტიციით დაფუძნდა.

თეა ზაქარაძის ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საავიაციო ფორუმის ფარგლებში, მოლაპარაკებები გრძელდება სხვა ავიაკომპანიებთანაც.