15-17 აგვისტოს თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფიცარნაგზე 12 რაიონის 100-მდე სპორტსმენი გამოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი მარტო ქართველი გულშემატკივრის ყურადღების ცენტრში არ ექცევა, რადგან ქვეყნის შიდა ჩემპიონატზე დაძლეული წონები ხშირად ოლიმპიურ და მსოფლიო რეკორდებს აჭარბებს.
ასპარეზობები ყოველდღე 12:00 საათიდან დაიწყება.
დასწრება თავისუფალია.