თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ნ.ე., ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ე.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე 1992 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.