თბილისში ჟურნალ „სკოლის მართვის“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში ჟურნალ „სკოლის მართვის“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, ჟურნალ „სკოლის მართვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით გამოიცა, რომელიც ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

ჟურნალი სკოლის ადმინისტრატორებისთვის არის განკუთვნილი და ის სერიულ ხასიათს ატარებს.

გამოცემაში თავმოყრილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მართვის აქტუალური თემატიკა, მართვის საუკეთესო პრაქტიკა და ინტერვიუები განათლების სპეციალისტებთან.

ჟურნალის რედაქტორის გია მურღულიას განმარტებით, გამოცემა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაეხმარებათ მათი მისიის შესრულებაში.

„ჟურნალი სკოლის ლიდერთათვის სასარგებლო და საჭირო გამოცემად უნდა იქცეს, დირექტორის ერთგვარ სამაგიდო რესურსად, აღნიშნული ჟურნალი წელიწადში 4-ჯერ გამოიცემა და მისი ტირაჟი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენიც სკოლის ხელმძღვანელებს და დაინტერესებულ პირებს დასჭირდებათ“, – განმარტა სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა.

ჟირნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან.

ჟურნალი „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, ფინანსური მხარდაჭერა კი ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა.

დატოვე კომენტარი