თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული დაიტბორა
თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული დაიტბორა

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში წყლის მილი გასკდა და პირველი სართული დაიტბორა.

კორპუსის მცხოვრებლების განმარტებით, შემთხვევა 40 წუთის წინ მოხდა.

ჩიქოვანის ქუჩის 9/11-ში მცხოვრებლები საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ და კორპუსის წინ იმყოფებიან.

ადგილზე სამართალდამცველები და GWP-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.