თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტექნიკის მაღაზია iPlus-ის მაღაზია გაქურდეს.

მაღაზიის დირექტორ კახა სეფიაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დასრულებისთანავე მოხდა. მისივე თქმით, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა.

კახა სეფიაშვილის განცხადებით, ზარალი დაახლოებით 90 ათას ლარს შეადგენს. ზარალის ოდენობა კიდევ ზუსტდება.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ამოიღეს შიდა და გარე პერიმეტრის კამერის ჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი