თბილისში ბეჟან გუნავა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
თბილისში ბეჟან გუნავა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თბილისში ბეჟან გუნავა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, გუნავას დღეს საბურთალოზე ავტოავარია მოუვიდა და შემთხვევის ადგილი მიატოვა. მოგვიანებით, მას სამართალდამცველებთან კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც აიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.