თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა
თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა.

ინციდენტი დღის პირველ საათზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, 30 წლის ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შემდეგ კი დააყაჩაღეს.

წაღებულია ძვირფასეულობა და თანხა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

დაშავებული ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა და სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

„ქალბატონი შემოყვანილია გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მიღებული ტრავმული დაზიანების გამო. ქალბატონს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, სხეულის ზედაპირული ტრავმები, გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა. ამჟამად პაციენტი იმყოფება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები“, – განაცხადა ალადაშვილის კლინიკის ექიმმა, სულხან სამხარაძემ.

მომხთართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179 მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს.