თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვახტან ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა, რომელიც 10 აგვისტომდე გაგრძელდება. თბილისში გამარჯვებისთვის 15 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი იბრძვის.
„თბილისის საერთაშორისო ტურნირი ადრე იანვარში იმართებოდა, მაგრამ ახლა მისი გამართვის ვადა საგანგებოდ შეიცვალა, რადგან ჩვენი ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატებისთვის კარგად მოემზადონ. საკამოდ მაღალი დონის მონაწილეები გვესტუმრნენ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრების იმედები გამართლდება“ – ამბობს ტურნირის მთავარი მსაჯი ედიშერ მაჩაიძე.
შალვა გოგოლაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „თბილისის საერთაშოირო ტურნირის დონე ყოველთვის გამორჩეული იყო და იმედი გვაქვს, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო ამაღლდება, ჩვენს სპორტსმენებს კი მნიშვნელოვან შეჯიბრებებისთვის მომზაადებაში ხელს შეუწყობს“.