თბილისში ავტომანქანების დაზიანებისა და გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

10:23, 12.01.2019

ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში სამი ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში ხუთი ავტომობილი დააზიანა, სამი ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი