თბილისში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მსხდომი სამი მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.