თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

23:26, 26.06.2021

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, კიდევ ერთი კი, დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი