თბილისში 734 უბნიდან 74-ის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 14 918 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი 13 523
თბილისში 734 უბნიდან 74-ის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 14 918 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი 13 523

თბილისის 10 საარჩევნო ოლქში გახსნილი 734 უბნიდან 74-ის მონაცემებია დათვლილი. ამ მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს სულ 14 918 ხმა აქვს მიღებული, სალომე ზურაბიშვილს კი 13 523.

ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი უბანი გლდანის ოლქშია დათვლილი. გლდანში გახსნილი 108 უბნიდან უკვე 21 უბნის მონაცემებია ცნობილი. შედეგები კი ასე ნაწილდება, გრიგოლ ვაშაძე – 4461 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 3156.

ამ დროის მონაცემებით, ცესკო-ს ვებგვერდზე საარჩევნო ოლქებში დათვლილი უბნების რაოდენობა და ამ უბნების მიხედვით განაწილებული ხმები ასე გამოიყურება:

მთაწმინდის 38 უბნიდან დათვლილია მხოლოდ ორი უბანი. ამ ორ უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 462 ხმა აქვს მიღებული, სალომე ზურაბიშვილს კი 512;

ვაკის 78 უბნიდან 14 უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო – 2611 ხმა, სალომე ზურაბიშვილმა კი 3111;

საბურთალოს 91 უბნიდან ექვსი უბნის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 1214 ხმა, სალომე ზურაბიშვილმა კი 1296;

კრწანისის ოლქის 32 უბნიდან მხოლოდ ორი უბანია დათვლილი. გრიგოლ ვაშაძეს 347 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი 311;

ისნის 78 უბნიდან ცესკო-ს ვებგვერდზე ჯერ არც ერთი შემაჯამებელი ოქმი არ არის ატვირთული.

სამგორის 115 უბნიდან დათვლილია 10 უბანი. გრიგოლ ვაშაძემ – 1810 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა -1340;

ჩუღურეთში 43 უბნიდან სამი უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს – 621 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს – 548;

დიდუბის 54 უბნიდან ატვირთულია ორი უბნის მონაცემები. გრიგოლ ვაშაძეს 393 ხმა აქვს, სალომე ზურაბიშვილს – 548.

ნაძალადევში 97 უბნიდან ცესკო-ს ვებგვერდზე უკვე 14 უბნის შემაჯამებელი ოქმებია ატვირთული. 14 უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 2999 ხმა აქვს მიღებული, სალომე ზურაბიშვილს კი – 2425.