თბილისის ზოგიერთ რაიონში პირველ დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში პირველ დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში პირველ დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კისისხევის, რევაზ ურიდიას, გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, ცოტნე დადიანის, წაღვერის, წრომის, ქებურიას, ძმობის და რევაზ ინანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის (ნაწილობრივ) და ნინო ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის (ნაწილობრივ) და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის და საბურთალოს რაიონები – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, ცხვედაძის, მიშველაძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, კავსაძის, ბერძებუშვილის, მუხაძის, ახმეტელის, სვანიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის,  ანჯაფარიძის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა  ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, იყალთოს გორის, კოსტავას, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, იყალთოს, ქარელის, ცინცაძის, ბაკურციხის, ტუსკიას, სიმონ ჩიქოვანის, ვიქტორ დოლიძის, კიტა ბუაჩიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ალექსანდრე ბასილაიას, ბაკურიანის, გურამ ბზვანელის, ზურაბ ქაფიანიძის, ნოდარ ანდღულაძის, საბურთალოს, ანდღულაძის, ნატახტარის, ტეხურის, ლიხაურის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის  I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის,  პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ბათუ კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების IV, V, VI ქუჩების და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების და ლილოს დასახლების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანი I, II მიკრორაიონების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი