თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და სტუდქალაქის ტერიტორიის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დები იშხნელების, იოსებიძის და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და 26 მაისის მოედნის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამასი არაგველის, არბოშიკის, ორთაჭალჰესის, შავსოფლის, იალბუზის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მოკრორაიონის, ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ვეძინის, რიწის, ყიფიანის, ცხემის, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, ზაალ ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.