თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის, ერეკლე მეორეს მოედნის, ივერის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ბერიძის და შოთა ნიშნიანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ლაღიძის, შოთა ნადირაშვილის, შალვა მშველიძის, მათიაშვილის, ნავთლუღის, ბუკისციხის, ჩოჩუას, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კოპცოვის, მესხეთის, ალექსანდრე ჯანელიძის და ქობულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ავთანდილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, თერგის, ბარნოვის, გალის, კეკელიძის და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.