თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს, 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IV, VII, VIII მიკრორაიონების, მამკოდის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შმიდტის, ბურძგლას, მიცკევიჩის და ცაგარელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამრეკელის, ნუცუბიძის, გურიელის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.