თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მაჭარის და სოლომონ ბრძენის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბაძეების ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი