თბილისის ზოგიერთ რაიონში 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

22:25, 23.12.2020

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 24 დეკემბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიას და ლაზოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ)  და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეტეხის აღმართის, მეველეს, იორის, რუისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის და ჯორბენაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, თოფურიძის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, დავით ნიშნიანიძის,  რომელაშვილის და  ლეკიშვილის ქუჩების  მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, კოსტავას, თუმანიშვილის, როდენის, ჭიაურელის, შარაძის, ღამბაშიძის, მახარაძის, თარხნიშვილის და ბოცვაძის ქუჩების  მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

მსგავსი