თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა, წყალსადენის და უწერის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთი მაღალაშვილის, შატილის, ურეკის, ცოდნისკარის და საჩხერის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ავეტიკ ისაკიანის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნუშის და ავშნის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  საადის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ორახელაშვილის, იუმაშევის, გოკიელის და ლეონტი მროველის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბაქრაძის, მილორავას, ზანდუკელის, მელიქიშვილის, მაჭავარიანის და ყაზბეგის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.