თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის და იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების და ბეთანიის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, ილია ვეკუას, შეშელიძის, ხევძმარის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთხი ათასი მესხის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეფხისტყაოსნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.