თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოები გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიკოლოზ ჩაჩავას, კატო მიქელაძის, პეტრიწის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი გელოვანის, კაკი ბაქრაძის, ივანე სარიშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ყუშიტაშვილის, გრიგოლ ფერაძის, გოდერძი ჩოხელის, გურამ ნიჟარაძის, ეგრისის და ტარიელ გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საირმის, შმიდტის, ბურძგლას, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ხომლის და ტოგო გუდავას ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბობ უელშის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.