თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქიზიყის და გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, გულუას, დიდი ხეივნის და შარდენის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, ლუსინიანის, არბოშიკის, იალბუზის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ალმასიანის, ბერბუკის, ასლანიდის, ალექსიძის, პანკისის, დოლიძის, ბოლქვაძის, ბალანჩივაძეების, ქაფიანიძის, ჩიქოვანის და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დოლიძის, ბოლქვაძის, კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის და ხაზინის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ნატბეურის, ვაშლიჯვრის დასახლების და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, ბოცვაძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ანანურის, როდენის, ჯავახიშვილის, სანაპიროს, საქანელას, ვერეს, მელიქიშვილის და ქიაჩელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ტაბიძის, გაგარინის, მორეტის, შენგელაიას, მამკოდის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.