თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მუხიანის გადასასასვლელის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ავალიშვილის, ნუშის, ჯანაშიას, გია რომელაშვილის, ხევძმარის, მუხიანის, მონადირეს, ვახტანგ ფირცხალავას და ალეკო გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის და უცნობ გმირთა ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ირინა შტენბერგის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, რომან ჭელიძის, ქერჩის, ზარზმის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ნადირაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო მეტალურგის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, წმინდა ბარბარეს უბნის, სერგო მელიას, ნაკადულის, ვალოდია გოგუაძის, რევაზ კვირიკაშვილის, ყიფიანის, ჯავახეთის, თამარის, შანავას, ბურჯანაძის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.