თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის, კვანტალიანის, დავით სარაჯიშვილის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ახმეტელის, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და გია რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გუდიაშვილის მოედნის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ჩიხლაძის, აბესაძის, აბო თბილელის, ალავერდოვის და ჯიბლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ბორჩალოელის და ელიონორა ტერ-ფარსეგოვას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ჯანაშვილის, კაჭარავას, ულიანოვის, ჯანჯღავას და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვასო აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლოვანის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი