თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), მახინჯაურის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, წმინდა მელქისედეკ I და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის და იგოთის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას, საირმის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის და ნინო რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, სვანების დასახლების, გულბანის, ბაგრატის, ილორის, იოსებ ჟორდანიას, რაფავას, ერეკლეს, აფხაზეთის, გზისკარის, სოხუმის და გაგრის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ნონა გაფრინდაშვილის, ქსნის, კარალეთის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.