თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეკინის  გამზირის, იოსებიძის, დები იშხნელების, შარტავას, ცაგერის, კოსტავას, ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, მერაბ ალექსიძის და გოძიაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, მაჭავარიანის, მუხრანის, ინტენსიფიკაციის და ცაცხვების ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის და გლდანის ხევის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშილის, შალვა მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, კუმისის, ნინო ჩხეიძის, გიორგი ხეთაგუროვის, თოიძის, გიორგი ახვლედიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის  დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის,  ხევძმარის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ათონელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ორბელიანის, სულხანიშვილის, ფურცელაძის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ბესარიონ ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.