თბილისის ზოგიერთ რაიონში 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, კომპანია სხვადასხვა სამუშაოს გამო 9 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ისნის და სამგორის რაიონები – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსისის გამზირის, მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, ბოლნისის, მანავის, დირსიჭალის, ჩკალოვის, აბრამიშვილის, ლობჟანიძის, მალხაზის, იუნკერთა, მიკოლა ბაჟანის, სოლომონ დოდაშვილის, სახალხოს, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, აჰმად ჯავადის, სამგორის, გიორგი ნადარეიშვილის, მეველეს, აბუსერიძე ტბელის და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩების   მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძნის, ეფრემ მცირეს, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ოფრეთის, კრწანისის, გორგასლის, იოსებ გრიშაშვილის და ნუგზარ შატაიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, როდენის და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ეფრემ ზაქარაიას, ჟღენტის, კამალოვის, დობროლუბოვის, კოდალოს, ზედაუბნის, მაღაროს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, მესხიშვილის, კახიანის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, ვასილ თამარაშვილის, ენისელის და მიტინგის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის და ხვინგიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ილია ვეკუას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.