თბილისის ზოგიერთ რაიონში 8 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 8 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 8 ივლისს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი -3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის, წურწუმიას, ალექსიძის და ქვილითაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ენუქიძის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და რკინიგზის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურდიანის, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ).

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, აეროდრომის დასახლების, 17 შინდისელი გმირის, წულუკიძის, ძეგლევის, ჩაჩუას, კაკაბეთის, წალენჯიხის, ხარაბაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, კოპცოვის და ჯიქიას  ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვიშვილის, აბაშიძის და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.