თბილისის ზოგიერთ რაიონში 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, მამკოდის და დემნა შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“, I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, წყალსადენის, ფეიქართა, შეშელიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და ნუგზარ საჯაიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბუსელიძე-ტბელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.