თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთის გამზირის, სოხუმის, ზუგდიდის, კედიას, ევდოშვილის, ცემის, თევდორე მღვდლის, სამტრედიის, აგლაძის, გვეტაძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, ბაგრატიონის, ვანის, გაფრინდაულის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ბაქრაძის, ჭოველიძის, ბელინკის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, ახვლედიანის, კობახიძის, ვაშლოვანის, მილორავას, ქიაჩელის, ნიკოლაძის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ტატიშვილის, გუდაურის და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.