თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ეგრისის, ფერაძის, სიხარულიძის და ჯიშკარიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ქავთარაძის ქუჩების  მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შევარდენიძის, საბურთალოს და საირმის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის, ჭირნახულის, ქიზიყის, გუჯეჯიანის და ფაღავას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და საქსოფმანქანის დასახლების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბრი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გელათის, არარატის, ალაზნის, დუშეთის და არმაზის  ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ქედის, აბუსელიძე-ტბელის, მელაანის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის მასივის II კვარტლის, სანაპირო კოსმონავტების, კარალეთის, ტრანსპორტის, ცაბაძის, გუდაუთის, აგლაძის, სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის, ისაკიანის, ნუშის, რჩეულიშვილის და ნიჟარაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის III მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ფეიქართა, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის და ფონიჭალის III მიკრორაიონის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის,  საადის, ბოტანიკურის, აბანოს, სამღბროს და ირგვლივის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვინიტაძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.