თბილისის ზოგიერთ რაიონში 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის, ბახტრიონის, კოსტავას, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, პეკინის  გამზირის, ინტენსიფიკაციის, ცაცხვების, ბახტრიონის, კოსტავას, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), ჯუღელის, სანაპიროს, ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ფხოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, პუშკინის, ვეკუას, ხაზინის, ათონელის და ფურცელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბანაკოს დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, პაპიაშვილის, თანდაშვილის, ძევერის, ზურაბიშვილის, ლეხ კაჩინსკის, დოესის, კოშკოვანის, გარეკახეთის, ნორისის, აწყურის, კობარეთის, შორაპნის, ცუცხვათის, ზინდისის, შირაქის, დოლაბაურის, ბოჭორმის, უჯარმის, პატარძეულის, გელოვანის, კაჭარავას, კაკულიას და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების, წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის, იორის, თამაზ პაპიაშვილის, ჯორჯ ბუშის, გუჯარეთის, ალექსანდრე თანდაშვილის, დაისელის და  ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილის მასივის II მიკროაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.